მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში საქართველომ $972 მლნ-ის ნავთობპროდუქტები შეიძინა - საიდან შემოდის საწვავი?

ტანკერი

2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველომ 972 მილიონი დოლარის ღირებულების 1.3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 1%-ით არის შემცირებული, თუმცა რაოდენობრივად მისი მოცულობა 10%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა, რაც განსაკუთრებულად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღინიშნებოდა.

ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 387 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4%-ით არის შემცირებული. მეორე პოზიციას 183 მილიონი დოლარით რუმინეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 68%-ით გაიზარდა. ასევე 13%-ით გაიზარდა იმპორტი ბულგარეთიდან, თურქეთიდან ზრდა 27%-ია, აზერბაიჯანიდან კი საწვავის მოწოდება 13%-ით შემცირდა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველომ შეამცირა ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან და გაზარდა ალტერნატიული მომწოდებლებისგან.

# ქვეყანა საწვავის იმპორტი თანხობრივად მოცულობა (ტონა) ზრდა/კლება პროცენტულად
1 რუსეთი $388 მილიონი დოლარი; 554,605 ტონა; -3%
2 რუმინეთი $183 მილიონი დოლარი; 242,411 ტონა; 68%
3 ბულგარეთი $136 მილიონი დოლარი; 184,791 ტონა; 13%
4 თურქეთი $67 მილიონი დოლარი; 73,880 ტონა; 27%
5 აზერბაიჯანი $66 მილიონი დოლარი. 95,209 ტონა. -13%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები