მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველომ $98 ათასის მეორადი რბილი სათამაშოები შეიძინა - TOP-10 იმპორტიორი

Soft toys

საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 86 ტონა სათამაშოებში $98 ათასი გადაიხადა. იმპორტის ღირებულება 51.2%-ით, მოცულობა კი 27.1%-ით შემცირდა.

BM.GE-მ საქსტატიდან რბილი სათამაშოების უმსხვილესი იმპორტიორები გამოითხოვა. საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით რბილი სათამაშოები შემდეგმა ბიზნესსუბიექტებმა შემოიტანეს:

  • იმ გიორგი ტაბატაძე;
  • იმ მზია ბენიძე;
  • იმ ოთარ სორდია;
  • იმ სტელა ლუარსაბოვა;
  • შპს ა.მ;
  • შპს ბელგია ტექსტილი;
  • შპს თამარი;
  • შპს მეგაჰანდი;
  • შპს სოფთ თოის;
  • შპს სტარ.

    რაც შეეხება ქვეყნებს,რბილი სათამაშოების მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს გაერთიანებული სამეფო იყო, საიდანაც საქართველომ 9 თვეში $59 ათასის 51 ტონა სათამაშო შემოიტანა, რაც იმპორტის 60%-ია.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები