საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში შაქრის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ამ პერიოდში 66 მილიონ 78 ათასი დოლარის ღირებულების 98 576 ტონა შაქარი შემოვიდა. შესაბამისად, იმპორტის ღირებულება წლიურად 13.9%-ით, მოცულობა კი 12.8%-ით არის შემცირებული.
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი იზრდება
წლების განმავლობაში საქართველოსთვის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ბრაზილიაა. 2024 წლის პირველ 9 თვეში შაქრის იმპორტის კლების განმაპირობებელიც სწორედ ბრაზილიიდან იმპორტის შემცირებაა. კონკრეტულად ამ ქვეყნიდან შაქრის შესაძენად 43.6%-ით ნაკლები თანხა გავიდა და 38.5%-ით ნაკლები პროდუქტი შემოვიტანეთ. შაქრის იმპორტი შემცირდა ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რუსეთიდან, მაროკოდან, საფრანგეთიდან.
შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- ბრაზილია - $19.4 მლნ, 33 500 ტონა;
- საფრანგეთი - $12.5 მლნ, 16 263 ტონა;
- ნიდერლანდები - $8.8 მლნ, 11 405 ტონა;
- ბელგია - $7.1 მლნ, 10 772 ტონა;
- თურქეთი - $5.7 მლნ, 7 990 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3.5 მლნ, 6 000 ტონა;
- პოლონეთი - $3.2 მლნ, 4 934 ტონა;
- გერმანია - $2.4 მლნ, 3 459 ტონა;
- რუსეთი - $1.3 მლნ, 2 151 ტონა;
- მაროკო - $708 ათასი, 910 ტონა;