მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოში 7.5 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა - საიდან შემოდის ყველაზე მეტი ამანათი?

შემოსავლების სამასახური

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ამას შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა. 

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა. 

აღნიშნულ პერიოდში TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა, ასეთია:

  • თურქეთიდან - 28,54%;
  • ჩინეთიდან - 23,54;
  • აშშ-დან 16,81%;
  • საბერძნეთიდან - 7,88%;
  • იტალიიდან - 7%;

დანარჩენი ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის. 

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს აშშ იკავებდა, შემდეგ კი ჩინეთი მოდიოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები