მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზღვარგარეთიდან ამანათების გამოწერის რაოდენობა თითქმის გაოთხმაგებულია" - "ინექს გრუპი"

64b3d7c770915
თინათინ ნატმელაძე
16.07.23 17:30
1428
ელექტრონული კომერცია მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს, ამას ის ფაქტიც ემატება, რომ ქართველებისთვის უცხოურ საიტებზე შოპინგი ხშირ შემთხვევაში უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე საქართველოში.

ინექს გრუპის დირექტორი გიორგი კაპანაძე გვიყვება, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საბერძნეთის, იტალიის გერმანიის და ბოლო პერიოდში უკვე თურქეთის ბაზრებზეა. ახლა კი, როცა ზაფხულის სეზონი მოვიდა და სხვადასხვა ბრენდებმა ფასდაკლებები დაიწყეს, ამანათების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, რომ ოთხჯერაც კი გაიზარდა.

"ახლა ევროპის ბრენდულ მაღაზიებში აქტიური ფასდაკლებების სეზონია, შესაბამისად ჩვენთანაც ამანათების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, შეიძლება ითქვას, რომ გაოთხმაგებულიც კია. განსაკუთრებით დაინტერესებული არიან საბერძნეთის, იტალიის და გერმანიის ბაზრებზე, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში მკვეთრი მატებაა ამერიკისა და თურქეთის მაღაზიებიდან გამოწერა, რადგან თურქეთში პროდუქციის ყიდვა ქართველი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით იაფია, სწორედ ამიტომ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმართულებით დამატებითი რეისებიც დაინიშნა, ამჟამად ყოველკვირეულად ათი ათასობით ამანათი ჩამოგვდის", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან საუბრისას ყვებიან, რომ მომხმარებლებს საბერძნეთსა და თურქეთში ტანსაცმლისა და სხვა პროდუქციის შეძენა ხშირ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ იაფიც კი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, თუ ქართულ ზარაში კონკრეტული მოდელი 150 ლარი ღირს, საბერძნეთის ზარადან მისი გამოწერის შემთხვევაში კი მყიდველს ის, შესაძლოა, 10 ევრო დაუჯდეს, რაც, ცხადია, რომ ადგილობრივებს უზრდით მოტივაციას, რომ თანხის დაზოგვის მიზნით საზღვარგარეთ იშოპინგონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები