როგორც bm.ge-ს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი უხსნის, გადამუშავებული ნედლი ნავთობის მოცულობის ზრდა, სავარაუდოდ, ქარხნების მხრიდან ნედლ ნავთობზე წვდომის გაზრდამ გამოიწვია.
„საქართველოში ორი მცირე, ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმო არის, ვისაც ნებართვა აქვს ნავთობის გადამუშავებაზე. ამ ორი საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე გაცილებით მეტია, ვიდრე ისინი დღეს ამუშავებენ. ვფიქრობ, ამ საწარმოებს გაუჩნდა მეტი წვდომა ნედლეულთან, ვიდრე წინა პერიოდში ჰქონდათ. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰქონდათ აქამდე წვდომა და რამ გამოიწვია დღეს ზრდა, გიპასუხებთ, რომ საქართველოში ნავთობი მოიპოვება, თუმცა მცირე მოცულობით, ხოლო ნავთობის იმპორტის განხორციელება ბევრ სირთულეს უკავშირდება.
სავარაუდოდ, შეიცვალა ის, რომ მათ მეტი ადგილობრივი ნავთობი შეიძინეს. ადგილზე ოპერატორების მიერ მოპოვებული ნავთობი ექსპორტზე გადის, ამიტომ პროდუქტის შოვნა რთულია. სავარაუდოდ, მიმდინარე ეტაპზე მეტი პროდუქტის შეძენა შეძლეს“, - განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, ნავთობრპდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში გადამუშავების შედეგად წარმოებულ იქნა: ბენზინი - 6 401,6 ტონა - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002 ტონით ანუ 31.9%-ით; დიზელი - 12 651,65 ტონა - გაზრდილია 4 214.05 ტონით ანუ 49.9%-ით; ნაფტა - 3 033,67 ტონა - გაზრდილია 1 235.37 ტონით ანუ 68.7%-ით; მაზუთი - 12 426,45 ტონა - გაზრდილია 6 108.25 ტონით ანუ 96.7%-ით; ბიტუმი - 356,09 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული); ბიტუმის ემულსია - 501,45 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული).
ვანო მთვარალშვილს უჭირს თქვას, რამდენად კონკურენტულია ქართული საწვავი. "დიზელი იწარმოება ევრო 4-ის სტანტარტის, ხოლო ბენზინი - რეგულარის. ჩვენი ინფორმაციით, ეს საწვავი ადგილობრივ ბაზარზე შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება, ხოლო ხარისხზე საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში წარმოებულმა ბენზინისა და დიზელის საწვავმა შეადგინა 19 053,25 ტონა, რაც ქვეყანაში იმპორტირებული და წარმოებული ბენზინისა და დიზელის საწვავის 2,2%-ია. მათ შორის, წარმოებული ბენზინი შეადგენს იმპორტირებული და წარმოებული ბენზინის 1,4%-ს, დიზელის საწვავი - იმპორტირებული და წარმოებული დიზელის საწვავის 3%-ს.
"ეს იმდენად ცოტაა, რომ ბაზარზე სურათს ვერ ცვლის", - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა.