მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში თაფლის ექსპორტი შემცირდა - მთავარი ქვეყანა საფრანგეთია

ფესტივალი

9 თვის ოფიციალური სტატისტიკით, თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი თითქმის 166 ათას დოლარამდე შემცირდა. წლიურად კლება 23.5%-ია.

ამასთან ექსპორტის მოცულობა მცირედ მხოლოდ 2.9%-ით 23.4 ტონამდეა შემცირებული.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქვეყნიდან თაფლის გაყიდვები მცირეა, თუმცა 2021 წლიდან გააქტიურდა. ზრდა 2023 წლიდან კლების ტენდენციით შეიცვალა.

მიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი 21.6 ტონა საფრანგეთში გავიდა. მისი ღირებულება 139.7 ათასი დოლარი იყო. მეორე საექსპორტო ქვეყანა, სადაც 13.6 ათასი დოლარის ღირებულების 1.2 ტონა თაფლი გავიდა სომხეთია, შედარებით მცირე 4.4 ათასი დოლარის 300 კგ თაფლი კი იაპონიაში გავიდეთ. უმნიშვნელო რაოდენობით თაფლის ექსპორტი ყირგიზეთში, ლატვიაში და აშშ-ში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები