ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 3.64 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს წლიურად დაახლოებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უშუალოდ მე-3 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან ქვეყანამ 1.66 მლრდ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6.5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი ტრადიციულად რუსეთიდან მიიღო. მე-3 კვარტალში რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯები თითქმის 253 მლნ დოლარი იყო; შემდეგ მოდის თურქეთი თითქმის 196 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა 188 მლნ დოლარით ისრაელი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯები 238 მლნ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რუსეთიდან ტურისტების დანახარჯები 14%-ით შემცირდა. თითქმის 28%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, თურქეთს რაც შეეხება, აქ მატება თითქმის 3%-ია. მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტულ დანახარჯებში 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.




























