მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში უძრავ ქონებაში FDI $165.1 მლნ-მდე გაიზარდა - TOP-ინვესტორი ქვეყნები/ კომპანიები

მშენებლობა

2025 წელს ქვეყანაში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 296 მილიონი დოლარი შემოვიდა. სექტორების რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, მეორე ადგილს უძრავი ქონების სექტორი იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ამ დარგში 165 მილიონ 128 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 43.4%-ით აღემატება.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ამ სექტორში და რომელ კომპანიებში განხორციელდა ინვესტიციები. უძრავი ქონების დარგის TOP-ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს აშშ იკავებს, მეორე-მესამეს კი ისრაელი და რუსეთი იკავებენ. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების 10-ეული ასეთია:

  1. აშშ - $64.9 მლნ;
  2. ისრაელი - $37 მლნ;
  3. რუსეთი - $15.2 მლნ;
  4. ვირჯინიის კ-ები - $10.6 მლნ;
  5. პოლონეთი - ...;
  6. საუდის არაბეთი - $8.1 მლნ;
  7. თურქეთი - $7.9 მლნ;
  8. კვიპროსი - $7.3 მლნ;
  9. გერმანია - $7.2 მლნ;
  10. ნიდერლანდები - $4.4 მლნ;

შენიშვნა: ... - საქსტატის განმარტებით ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის შესახებ საიდანაც განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად. მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გაცემას არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში კონფიდენციალურია პოლონეთიდან უძრავ ქონებაში ჩადებული FDI-ს მოცულობა.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც იანვარ-სექტემბერში ყველაზე მოცულობითი ინვესტიციები ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება:

  • შპს პიქსელ ინვესტ გრუპ;
  • შპს პრინცი;
  • შპს სიბიდი დეველოპმენტი
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • შპს მპ დეველოპმენტი;
  • შპს რივერსაიდ ინვესტი;
  • შპს სარდა საქართველო;
  • შპს ასი გრუპ ჯორჯია;
  • სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი;
  • შპს ვაით ენდ გრინ ფროფერთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები