2024 წლის პირველი იანვრიდან გართობის ინდუსტრიაში ერთი უცნაური და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდება – დაბადებიდან 95 წლის შემდეგ, Disney თავისი მთავარი გმირის, მიკი მაუსის ექსკლუზიურ საავტორო უფლებებს დაკარგავს.
მომავალი წლიდან ეს ლეგენდარული პერსონაჟი აღარ იქნება Disney-ს პირადი საკუთრება და ის საზოგადო მფლობელობაში გადავა, ანუ მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს ისე შეეძლება, რომ მათ Disney-სთვის საავტორო უფლებების გამო კომპენსაციის გადახდა არ მოუწევთ.
ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობითაა განპირობებული, რომელიც საავტორო უფლებების შენარჩუნებას მხოლოდ 95 წლით უზრუნველყოფს, ამ პერიოდის გავლის შემდეგ, ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრება საზოგადოების კუთვნილებაში გადადის.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი უკავშირდება მიკი მაუსის პირველ, ჯერ კიდევ შავ-თეთრ და გამხდარ ვერსიას, რომელიც ერთ დროს მულტფილმების პიონერი იყო, ანუ მიკის თანამედროვე ვერსია ისევ რჩება Disney-ს საკუთრებაში.
აქვე კომპანიის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, Disney საფონდო ბირჟაზე 165 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და გართობის ინდუსტრიაში ის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. კომპანიის პორტფელი 1,000-მდე განსხვავებულ პერსონაჟს მოიცავს, თუმცა მთელი ეს ჯადოსნური ისტორია და Disney-ს სამყარო სწორედ მიკი მაუსით დაიწყო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ დისნეილენდში ერთი საინტერესო ქანდაკება დგას, რომელსაც „პარტნიორებს“ უწოდებენ და ის ორ ხელი-ხელ ჩაკიდებულ ისტორიულ ფიგურას აერთიანებს - კომპანიის დამფუძნებელ უოლტ დისნეის და ყველასათვის კარგად ცნობილ მიკი მაუსს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.