მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის 70 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.
კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დაბა აბასთუმანში სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
სამუშაოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.
"პროექტის მიზანია აბასთუმნის ისტორიული გარემოსა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება და ამავდროულად, რეაბილიტაციის პროცესში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას და კომფორტული გარემოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის", - აცხადებენ მუნიციპალურ განვითარების ფონდში..
შესრულებული სამუშაოების სრული საგარანტიო ვადა ორი წელია. ტენდერში განაცხადების მიღება 25 მარტიდან დაიწყება და 30 მარტამდე გაგრძელდება.




























