მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Abbetineo საქართველოდან ველური ლოკოკინების ექსპორტს გეგმავს

625d74c10e2a8
ნინო ტაბატაძე
18.04.22 23:49
1553
კომპანია Abbetineo საქართველოში ველური ლოკოკინების შეგროვებას და ევროკავშირში ექსპორტს გეგმავს.

კომპანია აცხადებს, რომ უკვე შეძლო მსხვილი კონტრაქტების მიღება ევროკავშირის ქვეყნებში, რომლის ფარგლებშიც ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

საწარმოს მშენებლობა 1.7 მლნ ევროს ჯდება და ის ექსპლუატაციაში 15 მაისს შევა. საწარმოში საერთაშორისო სტანდარტებით ლოკოკინების დამუშავება და ექსპორტისთვის გამზადება მოხდება.

Abbetineo-ს წარმომადგენლებმა გეგმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო უწყების ჩართულობით საფრანგეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლოკოკინების იმპორტიორ კომპანიებთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ამ შეხვედრებზე გახდა შესაძლებელი კონტრაქტების მოპოვება. 

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული (ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU2022/34 რეგულაცია). 15 აპრილის მონაცემებით, ევროპის ბაზარზე, კერძოდ, იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია უკვე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები