მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აბრეშუმის გზის ფორუმი „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების მეტად ჩართულობას უწყობს ხელს“

ეკონომიკის სამინისტრო
BM. GE
13.10.23 13:51
12

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თბილისში 26-27 ოქტომბერს დაგეგმილი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შუა დერეფნის ინიციატივაში ქვეყნების მეტად ჩართულობას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბის გახსნისას განაცხადა.

„აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ დაკავშირებადობა და საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.  შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება,  ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ

გენადი არველაძის შეფასებით, ფორუმი აგრეთვე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის და ასევე საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება. ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები