ეს აბსურდის თეატრი გაგრძელდება, მაგრამ ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება ჩვენი ევორნული ინგტერესების დაზიანების თვალსაზრისით - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება.
„[სანქციებს] ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























