ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერის განცხადებას, მმართველი ძალის წარმომადგენლების ინდივიდუალურ სანქცირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს კონტრპროდუქტიულია პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. სანქციები აბსოლუტურად არასერიოზული თემაა... როცა საკითხი არასერიოზულია, დიდად ამ თემას ჩვენ ვერ ჩავყვებით.
თავის დროზე შეზღუდვები დაწესდა 4 მოსამართლეზე, 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე და ესეც აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი იყო, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო“, - აცხადებს პრემიერი.
კითხვაზე - იყო თუ არა ეს რეპუტაციულად ქართველი მოსამართლეებისთვის დამაზიანებელი, კობახიძე პასუხობს, რომ დამაზიანებელი მხოლოდ აშშ-სთვის იყო და არა ჩვენთვის. „მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, რა თქმა უნდა ეს აზიანებს ამერიკის იმიჯს“, - ამბობს პრემიერი.
ირაკლი კობახიძე „ჩვეულებრივ ტყუილს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მეილები სახდეპიდან.