აბუ-დაბის სუვერენული საინვესტიციო ფონდი და ამერიკული საბანკო გიგანტი Goldman Sachs-ი აზიის რეგიონში ერთობლივ ინვესტიციას განახორციელებენ.
როგორც ცნობილია, თანამონაწილეობა 50-50% იქნება და რეგიონში დაბანდებული თანხის მოცულობა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კაპიტალი, უმეტესწილად, სახელმწიფო და კორპორაციულ ობლიგაციებზე გადანაწილდება.
ამ პარტნიორობის ფარგლებში ძირითადი ფოკუსი ინდოეთზე გაკეთდება და თანხის უდიდესი ნაწილი იმ ვალდებულებების შესყიდვაზე წარიმართება, რომლის საპროცენტო სარგებელი მრავალჯერ აჭარბებს ამერიკული სახაზინო ობლიგაციების ამონაგებს.
მართალია, თანხის მოცულობა არ არის შთამბეჭდავი, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს აბუ-დაბის მთავრობასა და ამერიკულ საბანკო კომპანიას შორის წამოწყებული უდიდესი პარტნიორობა იქნება, რასაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.