მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ქეცბაია - აფხაზეთში გალელებს ეროვნებას უცვლიან

გალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ "აფხაზური ეროვნების აღდგენის" შესახებ კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ე.წ. საზოგადოებრივი პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონის მიხედვით, "აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და, რომლებმაც თავის დროზე აფხაზური გვარები დაკარგეს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი გვარი დაიბრუნონ".

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ გალის რაიონში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად არა ქართული, არამედ აფხაზური გვარები აქვთ. გამოცემის ინფორმაციით, სტალინისა და ბერიას პერიოდში, აფხაზების ნაწილს აფხაზური გვარები ქართულით შეუცვალეს. დე ფაქტო მთავრობას სურს, შემდეგი გვარის ადამიანები აფხაზებად ჩაწერონ: აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ქეცბაია და ა.შ.

ე.წ. კანონის ავტორის, კან კვარჭიას განცხადებით, ახალი კანონი საშუალებას იძლევა, საკუთარი ეროვნება არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებლებმა, არამედ უცხოეთში მყოფებმაც დაიბრუნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები