Accelera და ITAG-ი, CompTIA EMEA Member & Partner Conference-ზე მიემგზავრებიან. როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია ITAG-ის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, ეს ღონისძიება შანსს იძლევა, საქართველოს გამოცდილება გლობალურ ექსპერტებთან დაკავშირდეს, ახალი შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკები მოიძებნოს, რაც სასწავლო პროგრამების განვითარებასა და საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ITAG-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ CompTIA-ს ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების მთავარი საგანი არის, საქართველოსთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება და მათი შეთავაზება გულისხმობს, საქართველოს წარდგენას, როგორც პლატფორმის.
"CompTIA-ს სამიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოდან IT ასოციაციის ჩართულობა უზრუნველყოფს ჩვენთვის იმ ინფორმაციაზე წვდომას, რამაც დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს მთლიანად IT სექტორის განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული მისიით მივემგზავრებით და კონკრეტული მიზანი გვაქვს დასახული. ჩვენი პარტნიორობა ერთ წელზე მეტია გრძელდება CompTIA-სთან და საპარტნიორო სტატუსით მიწვევა ამ კონფერენციაში, უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობას ნიშნავს. ჩვენ ამ ურთიერთობის გამოყენებას ვაპირებთ IT სექტორის სასარგებლოდ. სექტორი მიიღებს მნიშვნელოვან უპირატესობას ჩვენი და CompTIA-ს პარტნიორობით, ეს უპირატესობა გამოხატული იქნება იმაში, რომ საერთაშორისო დონის ხელმისაწვდომობა ხარიასხიან განათლებაზე IT მიმართულებით გაიზრდება - ხელმისაწვდომობა გაიზრდება ლიცენზირებულ კონტენტზე და კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალზე, ასევე მეტი შანსი ექნებათ IT კომპანიებს ხარისხიანი კადრების აყვანის და დაქირავების, ვიდრე ეს აქამდე იყო.
ასევე მოლაპარაკების მთავარი საგანი CompTIA-ს ხელმძღვანელობასთან უშუალო და პირდაპირ ურთიერთობაში არის საქართველოსთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება და ჩვენი შეთავაზება გულისხმობს, საქართველოს როგორც პლატფორმის წარდგენას", - განაცხადა თორნიკე თოხაძემ.
გადაცემაში, Accelera-ს თანადამფუძნებელმა და ჰედმასტერმა გურამ ნაცვალაძემ ისაუბრა თუ რა როლი ექნება მათ სამიტზე.
"ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები, როგორც Accelera-ს ლიდერებთან, ისე სხვა მის გლობალურ პარტნიორებთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ საქართველოში გავაძლიეროთ და გავზარდოთ შესაძლებლობა, პრაქტიკაზე და დამსაქმებლის საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების გაშვების, რაც დღეს რთულია რადგან ტრენერების დეფიციტიც კი არსებობს იმ ყველაზე მოთხოვნად უნარებზე, რომელიც უკავშირდება კიბერუსაფრთხოებას, Cloud-ტექნოლოგიებს და ა.შ - საქართველოში არ არის ჯერ კიდევ ეს გამოცდილება და ვგეგმავთ სამიტის შედეგად ჩვენ დავპარტნიორდებით ისეთ ადამიანებთან, ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან, ყველაზე მოთხოვნადი უნარების ხელმისაწვდომობა საქართველოში შეიქმნას და დაგვეხმაროს ახალი ტალანტების შექმნასა და განვითარებაში", - განაცხადა Accelera-ს თანადამფუძნებელმა.