მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Acer-მა 2035 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმა და ახალი ლეპტოპები წარადგინა

60b0b38b5f5f0
BM.GE
28.05.21 14:00
1298
ტაივანურმა კომპანია Acer-მა გამართა პრესკონფერენცია, რომელზედაც კომპანიამ სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესახებ გეგმა წარადგინა. ინციატივა RE100 2035 წლისთვის 100%-ით მწვანე ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს და საზოგადოებას გააცნო ახალი პლატფორმა Earthion-ი, რომლითაც კომპანია მომხმარებლებს მდგრადი განვითარების მიზნებზე ორინეტირებულ პროდუქტებს შესთავაზებს. ასეთი პირველი პროდუქტი ნოუთბუქი Aspire Vero იქნება.

„მოხარული ვარ ვიხილო Acer-ის თანამშრომლებისა და ჩვენი პარტნიორების მომავალსა და გარემოს დაცვით მიზნებზე ორიენტირებული ხედვით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გარემოს დაცვაზე და მისი მომავალი თაობისთვის შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული“- განაცხადა Acer-ის Co-CEO ტიფანი ჰუანგმა. მისი თქმით, პროექტში მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა AUO, Compal-ი, Innolux-ი და Quanta.

სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმა

Acer-ის განცხადებით, კომპანია უკვე მრავალი წელია ენერგოეფექტურობის ზრდაზე არის ორიენტირებული. 2008 წლიდან კომპანიამ დანერგა CDP სისტემა, რომელიც მის მიწოდების ჯაჭვში გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებლის გამჟღავნებას ითვალისწინებს. ანალოგიური მოთხოვნა გაავრცელა კომპანიამ მისი გარე მომწოდებლების 2/3-ზეც. 2012 წლიდან Acer-მა კარბოემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებელი განსაზღვრა, რაც ცხრა წლიან ვადაში ემისიების 60%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. 2020 წელს კი კომპანიამ ამ სამიზნე მაჩვენებლს მიაღწია.

2035 წლისთვის სრულად განახლებლად ენერგიაზე გადასვლის გეგმის წარდგენასთან ერთად, Acer-ი ასევე აცხადებს, რომ ის ორგანიზაცია RE100-ის წევრი გახდა, საერთაშორისო განახლებადი ენერგიის ინიციატივის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ბიზნესს აერთიანებს. კომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით Acer-ის მიერ მოხმარებულ ენერგიაში 44% სწორედ განახლებად ენერგიაზე მოდიოდა.

„მოხარული ვართ ვიხილოთ Acer-ი RE100-ის რიგებში. Acer-ი შეუერთდა 300-ზე მეტ სხვა კომპანიას, რომლებიც სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენას გეგმავენ,“- განაცხადა RE100-ის ხელმძღვანელმა სემ ქიმინსმა.

Earthion-ის პროდუქტების ხაზის შესახებ:

Earthion-ის პროდუქტების ხაზი განახლებადი ენერგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიზნების ერთობლიობას მოიცავს. ამ ხაზის ძირითადი ფოკუსი ასეთია:

● ენერგია - სამიზნეა 100%-ით განახლებადი ენერგიის მოხმარება;
● პროდუქციის დიზაინი - მწვანე ინოვაციები;
● შეფუთვის დიზაინი - ნაკლები შეფუთვის გამოყენება და შეფუთვაში უფრო მეტი გადამუშავებადი პროდუქციის გამოყენება;
● წარმოების ფაზა - გარემოზე ზემოქმედების შემცირება;
● ლოგისტიკა - უფრო ნაკლები კარბოემისიების გამოყოფა;
● გადამუშავებადობა (Recycling) - რესურსების ხელახალი გადამუშავება.

კომპანიის განცხადებით, ამ ინიციატივას ასეთი შედეგები აქვს - 2020 წელს Acer-ის ნოუთბუქების შეფუთვა სრულად გადამუშავებული პროდუქტებისგან შეიქმნა. შედეგად დაიზოგა 8,750 კილოგრამი ქაღალდი და დაიზოგა 20 მილიონი ერთეული პოლიეთილენის შესაფუთი მასალა. კომპანია აქტიურად აწარმოებს ბატარეების გადამუშავებას - 2020 წელს 50 ტონაზე მეტი ლითიუმის ბატარეის გადამუშავება მოხდა, რისგანაც ახალი ბატარეები შეიქმნა.

ახალი პროდუქტები:

Acer-მა რამდენიმე ახალი პროდუქტი წარადინა, ესენია:

ახალი Swift X





ახალი Swift X იყენებს უახლეს AMD Ryzen-ის 5000 სერიის მობილურ პროცესორებს და NVIDIA-ს ახალი თაობის GeForce RTX 3050 Ti ვიდეოდაფას (GPU), რომელიც პროფესიონალებს მაღალ სიმძლავრეს სთავაზობს. ლეპტოპის ბატარეა 14-დან 17 საათამდე მუშაობს.

ლეპტოპი აღჭურვილია 14 ინჩიანი, IPS მატრიცის, FHD ეკრანით, რომელსაც sRGB ფერთა გამის 100%-ით გადმოცემა შეუძლია.
ნოუთბუქი მეტალისგან არის დამზადებული და ის მხოლოდ 1.39 კილოგრამს იწონის. მისი სისქე კი 1.79 სანტიმეტრია.

TravelMate P6-ის ხაზის ორი განახლებული ლეპტოპი:




TravelMate P6 არის პრემიუმ კლასის თხელი და მსუბუქი ნოუთბუქების სერია. ლეპტოპის ეკრანი 360 გრადუსით ბრუნავს და მას Corning Gorilla-ს საფარი იცავს.

ლეპტოპების სერიაში შედის ახალი - 14 ინჩიანი კონფიგურაციაც, რომელსაც FHD + IPS ეკრანი აქვს, რომელსაც sRGB ფერთა გამის 100%-ით გადმოცემა შეუძლია.

როგორც TravelMate P6, ასევე Spin 6 წარმოდგენილია უახლესი, Intel-ის მეთერთმეტე თაობის პროცესორებით.

ახალი ლეპტოპი ულტრა თხელია და მისი სისქე მხოლოდ 1.68 სანტიმეტრს შეადგენს, წონა კი მხოლოდ 1 კილოგრამია.
ახალი ტექნოლოგიის შედეგად, ლეპტოპის ბატარეა 20 საათამდდე ძლებს, რაც საქმიანი მოგზაურობისთვის ელემენტის იდეალური ხანგრძლივობაა. ლეპტოპს 5G სიგნალის მიღება შეეძლება. ის ამასთანავე აღჭურვილია NFC მოდულით, რომელიც მობილური გადახდების განხორციელებას ხდის შესაძლებელს.

ConceptD ხაზის ლეპტოპები



Acer-მა განაახლა კრეატორებზე ორიენტირებული ConceptD ნოუთბუქების სერია, რომელთაც ახლა Intel-ის მეთერთმეტე თაობის პროცესორები აქვთ. ასევე განახლდა ვიდეოდაფაც, რომელიც ამჟამად NVIDIA RT A5000 GPU-ს შეიცავს.

ყველა ახალ ConceptD 5 მოდელს ახლა აქვს 16 ინჩიანი 3K გაფართოების (3072 x 1920) 16:10-ზე თანაფარდობის ეკრანი, რომელსაც 100%-ით შეუძლია Adobe RGB ფერთა გამის გადმოცემა. ამასთან, ამ ხაზის ნოუთბუქებს სენსორული ეკრანი აქვთ.

ConceptD ლეპტოპების ხაზს SpatialLabs-ის მიერ შექმნილი 3D ხედვის სისტემა დაემატა



ConceptD ლეპტოპების ხაზს SpatialLabs-ის მიერ შექმნილი 3D ხედვის სისტემა დაემატა - ახალი ტექნოლოგია მომხმარებლის თვალის მოძრაობას აღიქვამს, რის შესაბამისადაც მას 3D სტერეოსკოპულ გამოსახულებას სთავაზობს. 3D ხედვის სისტემის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც გრაფიკულ დიზაინს ქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები