მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Acer-მა საქმიანი ადამიანებისთვის AI-ით აღჭურვილი ლეპტოპები შექმნა

Acer TravelMate

კომპიუტერი საქმიანი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ონლაინ შეხვედრებით დაწყებული, პრეზენტაციებით, კომუნიკაციით, საოფისე პროგრამებითა თუ ბიზნეს აპლიკაციებით დამთავრებული, ის ყოველდღიური საქმიანობის თითქმის ყოველ ასპექტშია ჩართული. მართალია, ერთი შეხედვით შესამჩნევი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ საქმიანი ადამიანის ეფექტიანობა პირდაპირაა დამოკიდებული მისი კომპიუტერის გამართულობასა და სიმძლავრეზე, რომელიც სამუშაო ხელსაწყოს როლს ასრულებს. გარდა ამისა, კომპიუტერი ორგანიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს ინახავს, ამიტომ მისი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დროსთან ერთად, ტექნოლოგია ვითარდება და ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპიუტერებმა დრამატული ტრანსფორმაცია განიცადეს, თუმცა პროგრესი არასოდეს ჩერდება და ამჟამად უახლესი ინოვაცია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩნდა, ხელოვნური ინტელექტია. AI-ს შეუძლია როგორც სამუშაო პროცესის გამარტივება, ასევე ადამიანის ეფექტიანობის გაზრდა, მონაცემების მომენტალურად დამუშავება და ორგანიზაციის რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისება, სწორედ ამიტომ Acer-მა საქმიანი ადამიანებისთვის AI-ით აღჭურვილი ახალი ლეპტოპები გამოუშვა.

Acer TravelMate-ის სერია რამდენიმე მოდელს აერთიანებს, მათ შორისაა:

  • უმძლავრესი ფლაგმანური ლეპტოპი - TravelMate P6;
  • გადაკეცვადი სენსორული ეკრანით აღჭურვილი TravelMate P4 Spin;
  • სტანდარტული 16-ინჩიანი TravelMate P4;
  • ბიუჯეტური TravelMate P4, რომელსაც 14-ინჩიანი ეკრანი აქვს.

ყოველი ზემოხსენებული კომპიუტერი აღჭურვილია Intel Ultra-სა და AMD Ryzen-ის წარმოების უახლესი პროცესორებით, რომელთაც სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის ოპერირებისათვის საჭირო გამომთვლელი ბარათები აქვთ. ლეპტოპში AI-პროცესორის არსებობა გამოთვლითი პროცესების აჩქარებას და ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანობის ზრდას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, რესურსებს ზოგავს და სამუშაოს ამარტივებს.

გარდა ამისა, TravelMate-ის სერიის ლეპტოპებში ჩაშენებულია Copilot-ის აქტიური სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ Microsoft-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი თქვენი პირადი ასისტენტის ფუნქციას ასრულებს და გეხმარებათ ყველაფერში, მონაცემების ანალიზით დაწყებული, მრავალსაათიანი შეხვედრების მოკლედ შეჯამებით დამთავრებული. გარდა ამისა, Acer-ის უახლეს ლეპტოპებში შეხვდებით სპეციალურ ღილაკს, რომელიც Copilot-ის გააქტიურებას მომენტალურად უზრუნველყოფს და თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს.

Acer-ის საქმიან მომხმარებლებს მხოლოდ AI-ასისტენტი როდი დახვდებათ, TravelMate-ის სერიის ლეპტოპებში ასევე ნახავთ TravelMateSense-ის პროგრამას, რომელიც ფაილების დაცვას, სამუშაო რეჟიმების შექმნას და, რაც მთავარია, პირადი და საქმიანი გარემოს ერთმანეთისგან გამიჯვნას უზრუნველყოფს.

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, Acer TravelMate P6-ის სერიის ლეპტოპის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია Intel Ultra 7 165H-ის ტიპის უმძლავრესი პროცესორი; 32 GB-ის მოცულობის ოპერატიული და 1 TB-ის ზომის მეხსიერების ბარათები; 14-ინჩიანი OLED-ის ტიპის ეკრანი, რომელიც უმაღლესი ხარისხის და რეზოლუციის გამოსახულებას იძლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიმძლავრის მიუხედავად, ლეპტოპი სულ რაღაც 1.2 კილოგრამს იწონის და თან მისი ბატარეა ერთი დამუხტვით დაახლოებით 12 საათი ძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტრანსპორტირება საკმაოდ მარტივია და თან სამუშაო დღის განმავლობაში მის დამტენზე ფიქრი არ მოგიწევთ.

Acer TravelMate-ის P4-ის სერიის ლეპტოპების შემთხვევაშიც AI-ით აღჭურვილ პროცესორებს, გამორჩეულ ტექნიკურ მახასიათებლებს, მსუბუქ დიზაინს და შესანიშნავ ბატარეებს ვხედავთ, თუმცა TravelMate P6-თან შედარებით P4-ის გამოთვლითი სიმძლავრე ნაკლებია, რაც, სეგმენტიდან გამომდინარე, ლოგიკურიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები