მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი" Holiday Inn Tbilisi-ს სახელმწიფოს საკარანტინე სივრცისთვის უთმობს

5e7cce3312eaf
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 18:45
8147
"აჭარა ჯგუფი" მის ერთ-ერთ, თბილისის ცენტრში მოქმედ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს სახელმწიფოს საკარანტინე სივრცისთვის უთმობს, - აღნიშნულის შესახებ "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო. სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის", - ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო ზონები 63 სასტუმროშია შექმნილი, სადაც 4 147 მოქალაქეა განთავსებული. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად მოლაპარაკებები გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები