აჭარაში, 5 მუნიციპალიტეტში სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 205 ოჯახისთვის ₾2.5 მლნ გამოიყო - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მიმდინარე წელს, 700-მდე ოჯახის მატერიალური კომპენსაციისთვის ჯამში 7.5 ლარამდე გამოიყო.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის 2 500 000 ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.




























