მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნისლის და თოვის გამო, ვერტმფრენის ჩართვა შეუძლებელია - მთავრობის ადმინისტრაცია

თოვლი

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 13:29 საათზე, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

BMG-იმ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, ჩაერთო თუ არა სამაშველო ვერტმფრენები.

"მთაში ნისლის და თოვის გამო სამაშველო ვერტმფრენის ჩართვა შეუძლებელია", - განაცხადეს უწყებაში.

გურიის ნაწილის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ასეთ სოფლებში მოსახლეობასთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება აჭარის მხარეს, უხვი ნალექის გამო, ბათუმის ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები