მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ დამატებით 300 საწოლი გამოყვეს

5f5db8293ba23
BM.GE
13.09.20 10:09
722
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობიტ, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს.

შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა".


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები