მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნება - რა იგეგმება?

6474a909dc552
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.23 17:34
991

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნება - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 3-4 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს.

ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 16 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვა.

დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.

„გასული წლებისგან განსხვავებით წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. მასზე დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნავენ აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები