მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება - მთავრობის გადაწყვეტილება

5f8818248e556
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.20 13:34
974
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აჭარაში კოვიდ-სიტუაციის დასტაბილურების გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი გაგრძელდება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აჭარაში ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველაფერთან ერთად, რომ 19 რიცხვიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.

გარდა ამისა, აჭარაში ასევე სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება ისევე, როგორც რესტორნების და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები