მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში სპორტსმენებისთვის საპრიზო ფონდი 1 მლნ ლარს გადააჭარბებს - მთავრობა

644a5a4e49fff
BM.GE
27.04.23 16:06
578
ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ შემთხვევაში გასამმაგდება შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილ ჯილდოს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებზე (დიდებში) გამარჯვებულები მიიღებენ.

"რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე", - იტყობინება აჭარის მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები