მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა 3 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაციას აპირებს

63f481420d7bf
BM.GE
21.02.23 12:37
507
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია დააანონსა.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, უახლოეს პერიოდში, აჭარაში ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ.

"ბათუმის N1 პოლიკლინიკის შენობა ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციით გაუმჯობესდება 50 000-ზე მეტი პაციენტის სამედიცინო მომსახურება და მოსახლეობა ერთ სივრცეში შეძლებს ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურების მიღებას.

ამავე შენობაში, თანამედროვე/განახლებულ სივრცეში განთავსდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება დაწესებულებაში დასაქმებული 160 ადამიანის სამუშაო პირობები.

ასევე, ტუბერკულოზის ამჟამინდელი შენობა ათეული წლების წინ არის აგებული და ვერ აკმაყოფილებს სრულყოფილი სერვისების მიწოდებისთვის საჭირო სტანდარტებს. ტუბერკულოზის ცენტრის ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადასვლით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პაციენტების მომსახურების ხარისხი", - იტყობინება აჭარის მთავრობა.

როგორც bm.ge-ის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტების ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის. მათივე ცნობით, ამჟამად პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები