მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

61643d9798ca7
BM.GE
11.10.21 17:33
613
ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ჩამნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები