ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15-16 ივნისს გაიხსნება.
2-დღიან ფესტივალზე ღონისძიებებისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 250 000 ლარს დახარჯავს.
შესყიდვის მიხედვით, ფესტივალი ითვალისწინებს ანბანის კოშკის მიმდებარე, 2000 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო სივრცეების, ფოტო-ზონების, საზაფხულო ინსტალაციების, სივრცითი დეკორაციების, კვებითი ზონების და ლაუნჯების მოწყობას, ასევე თეატრალური მსვლელობისა და საზაფხულო განწყობის შემქმნელ სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას.
ტენდერის გამარჯვებული შპს კრეატივ-ჯგუფია, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო. 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს თამაზ ბიჩინაშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც.