საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ლაგოდეხის მერობის წარდგენის ღონისძიებაზე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს არ დასრულდება და იმისთვის რომ დავიცვათ ადამიანთან სიცოცხლეები და ქვეყანა, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. „გვინდა თუ არ გვინდა ამის გაკეთება მოგვიწევს“ - განაცხადა პრემიერმა.
„მდგომაროება ისე მიმდინარეობს და ვისმენთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება და არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს მაგის განცდა. ასე არ მოხდება. შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს. მეცნიერები ზუსტ პროგნოზებს ვერ დებენ რადგან ეს დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე. ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით - რა უნდა იყოს ჩვენი ქცევა ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული - აცრის ჩატარება აუცილებელია. როგორც ადამიანები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით იცრებიან, მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა და არავითარი გვერდითი გართულებები მას არ ახლავს.
ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, გარდაცვალება მოგვემატება. თავის დაზღვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. საჭირო რაოდენობის ვაქცინები გვაქვს და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები რომ ავიცრათ. მე და ჩემი ოჯახის წევრები აცრილები ვართ. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ბევრი ჩემი ახლობელი კოვიდის გამო გარდაიცვალა, ისინი ამას ვერ წარმოიდგენენ. ამიტომ უნდა ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - მოუწოდა მოქალაქეებს ირაკლი ღარიბაშვილმა.




























