მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, Microsoft-მა კომპანიის მენეჯმენტი შეცვალა

Microsoft - Activision

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესმა კომპანიამ, ამერიკულმა Microsoft-მა ვიდეოთამაშების ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე - Activision Blizzard-ი $69 მილიარდად შეიძინა, კომპანიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პირველი, ვიდეოთამაშების დეველოპერი კომპანიის მენეჯმენტს ამჟამინდელი დირექტორი, ბობი კოტიკი დატოვებს, რომელიც ამ თანამდებობას 1991 წლიდან იკავებდა, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციონერი გახდა.

ბობი კოტიკის შემცვლელი Microsoft-ს ამ ეტაპზე არ დაუსახელებია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არც მოხდება, რადგან Activision Blizzard-ის მაღალი რგოლის რამდენიმე მენეჯერი, მათ შორის პრეზიდენტი, მაიკ იბარა, გავრცელების მიმართულების პრეზიდენტი, რობ კოსტიჩი და კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე, თომას ტიპლი Microsoft-ის ვიდეოთამაშებისა და დეველოპერული სტუდიების მიმართულების პრეზიდენტს, მეტ ბუტის დაექვემდებარა.

პარალელურად ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა Microsoft-ის მოწყობილობების, იგივე Xbox-ის მიმართულებით - კომპანიის პრეზიდენტად სარა ბონდი დაინიშნა, ხოლო ზემოხსენებული მეტ ბუტიმ ვიდეოთამაშებისა და დეველოპერული სტუდიების მიმართულება გადაიბარა, რომელიც, ამ დრომდე, Bethesda-სა და ZeniMax-ს მოიცავდა, მაგრამ ახლა, ამ ჩამონათვალს Activision Blizzard-იც და Xbox Game Studios-იც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ Activison Blizzard-ის შესყიდვის შესახებ Microsoft-მა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, მაგრამ რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლისგან თანხმობის მიღების საჭიროების გამო, ტრანზაქცია, რომელიც უდავოდ შეიძლება წლის მთავარ გარიგებად ჩაითვალოს, მხოლოდ 2023 წელს დაიხურა. კომპანიაში გადახდილი $69 მილიარდის სანაცვლოდ Microsoft-მა წვდომა მიიღო Activision-Blizzard-ის პორტფელთან, რომელიც ისეთ პოპულარულ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush. გარდა ამისა, Activision-Blizzard-ს თითქმის 50-წლიანი ისტორია და ინტელექტუალური საკუთრების ფართო ჩამონათვალი აქვს, რაც კომპანიას მივიწყებული თამაშების სერიების გაცოცხლების საშუალებას აძლევს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები