მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანები, რომელთა საქმეს ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს IBM-ში აღარ დასაქმდებიან

645371a72092b
გიორგი არონია
04.05.23 23:50
1183

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, IBM-ი თანამშრომელთა რეკრუტინგს იმ როლებზე აჩერებს, რომელთაც მომავალ წლებში ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, არვინდ კრიშნამ განაცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პირველ ეტაპზე, კომპანია რეკრუტინგს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დააპაუზებს. ამ მიმართულებით, IBM-ში 26 ათასი ადამიანი მუშაობს და არვინდ კრიშნა პროგნოზირებს, რომ მათი 30%, ანუ 7800 როლი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდება.

IBM-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, ადამიანური რესურსების მართვის ის როლები, რომლებიც თანამშრომლის სამუშაო სტატუსის ვერიფიკაციას და რელოკაციას გულისხმობს, ხელოვნური ინტელექტის მიერ სრულად ჩანაცვლდება, მაგრამ ის როლები, რომლებიც სამუშაო ძალის შემადგენლობისა და პროდუქტიულობის შეფასებას ითვალისწინებს, მომავალი დეკადის განმავლობაში, სავარაუდოდ, უვნებელი დარჩება.

დღეს, IBM-ი 260 ათას თანამშრომელს ასაქმებს და პროგრამული უზრუნველყოფისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით რეკრუტინგს კვლავაც აგრძელებს. ამასთან, როგორც არვინდ კრიშნა ამბობს, ნიჭიერი კადრების მოძიება დღეს უფრო მარტივია, ვიდრე შარშან. ამის ფონზე, წლის დასაწყისში IBM-მა თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რა დროსაც კომპანია 5000-მდე თანამშრომელმა დატოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2023 წლის პირველ კვარტალში, IBM-მა 7000-მდე ახალი თანამშრომელი აიყვანა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები