მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა - PMCG

ევროპა

PMCG კვლევითი ცენტრმა, 2024 წლის თებერვლის, დასაქმების თრექერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა.

როგორც კვლევაში წერია, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებენ, მათი ზრდა და წილი სახელფასო კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

  • 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

  • 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები