მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადამიანური მორალისა და სამართლის ნორმების ცინიკური დარღვევა" - პუტინი ხამენეის ლიკვიდაციაზე

პუტინი და აიათოლა

რუსეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის გამო ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადა. კრემლის ლიდერის განმარტებით, მომხდარი ფაქტი ადამიანური და სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფაა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რაც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით. ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი გვემახსოვრება, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა მეგობრული რუსულ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში და ისინი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აამაღლა“ - წერია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გუშინ დილით, ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევისას იქნა ლიკვიდირებული. მასთან ერთად დაიღუპა ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი. ხამენეის სიკვდილი გვიან ღამით დაადასტურეს როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები