მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი ტურისტი ჩამოვიდა ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან? - I კვარტალის სტატისტიკა

ირანელი ტურისტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ირანის ომის გამო ირანიდან და ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორები შემცირდა.

იმის გამო, რომ უკვე მესამე წელია ტურიზმის ადმინისტრაცია თვიურ სტატისტიკას აღარ აქვეყნებს, შეუძლებელია იმის თქმა როგორ აისახა ომი უშუალოდ მარტის ტურიზმის მაჩვენებელზე, თუმცა BMG დაინტერესდა როგორია გავლენა ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციისა არა მხოლოდ ამ ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც.

2026 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელიდან ჯამში 66 744 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 17.5%-ით კლებაა. ირანიდან კლება უფრო დიდი 49%-ია, ჯამში პირველ კვარტალში ირანიდან სულ 13 757 ვიზიტი იყო.

რაც შეეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან საქართველოში 8 862 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 36%-ს შეადგენს. 20%-იანი კლებაა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, საიდანც 2 118 ვიზიტი დაფიქსირდა, კატარიდან ვიზიტების კლება 7%-ია და 362-ს შეადგენს. ქუვეითიდან ვიზიტები თითქმის 19%-ით 3255-მდე შემცირდა. ომანიდან ვიზიტები წლიურად 1%-ით გაიზარდა და 457 ვიზიტი შედგა. ბაჰრეინიდან ვიზიტები 21%-ით არის გაზრდილი და 833 შეადგენს. ეგვიპტიდან ვიზიტების ზრდა 8% იყო და 2 249 შეადგინა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 1 170 362 ვიზიტი განხორციელდა, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან 997 529 ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო (წლიური ზრდა 4%), აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი ვიზიტები წლიურად თითქმის 41%-ით 172 833-მდეა შემცირებული.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან იყო, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ვიზიტებში რუსეთი ლიდერობდა.

ვრცლად ამ თემაზე: Top 15 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები