ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1 170 362 ვიზიტი განხორციელდა, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-იანი კლებაა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან იყო, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ვიზიტებში რუსეთი ლიდერობდა.
Top 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- თურქეთი - 238 368 ვიზიტი (ზრდა 5.8%);
- რუსეთი - 230 717 ვიზიტი (ზრდა 5.2%);
- სომხეთი - 160 473 ვიზიტი (კლება 11%);
- ისრაელი - 66 744 ვიზიტი (კლება 17.5%);
- აზერბაიჯანი - 59 571 ვიზიტი (კლება 8%);
- უკრაინა - 30 119 ვიზიტი (ზრდა 24.5%);
- ყაზახეთი - 21 583 ვიზიტი (კლება 0.2%);
- ჩინეთი - 20 612 ვიზიტი (ზრდა 48.6%);
- ინდოეთი - 18 587 ვიზიტი (კლება 29.5%);
- ბელარუსი - 16 904 ვიზიტი (კლება 2.7%);
- გერმანია - 14 051 ვიზიტი (ზრდა 37.6%);
- ირანი - 13 757 ვიზიტი (კლება 48.8%);
- პოლონეთი - 13 651 (ზრდა 34.3%);
- გაერთიანებული სამეფო - 9 479 (ზრდა 45.7%);
- აშშ - 9 015 ვიზიტი (ზრდა 19.3%);
სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ვიზიტორების მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება ისრაელიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. ირანიდან და ისრაელიდან კლების მიზეზი ირანის ომია, რომლის გამოც ფენები არა მხოლოდ ისრაელის მიმართულებით უქმდებოდა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნები ვიზიტების კუთხით ათეულში ვეღარ ხვდებიან. ევროპის ქვეყნებს შორის ტრადიციულად გერმანია და პოლონეთი ლიდერობენ. პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება დიდი ბრიტანეთიდანაც, თუმცა მისი წილი ჯამურ ვიზიტებში კვლავ დაბალია.
1 170 362 ვიზიტიდან 997 529 ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო (წლიური ზრდა 4%), აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი ვიზიტები წლიურად თითქმის 41%-ით 172 833-მდეა შემცირებული.




























