მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ADB

აზიის განვითარების ბანკს [ADB] ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ბანკის მმართველმა საბჭომ ერთხმად მე-11 პრეზიდენტად მასატო კანდა აირჩია.

ახალი პრეზიდენტი იაპონიის პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის მრჩეველი იყო. მასატო კანდა მოვალეობის შესრულებას 2025 წლის თებერვლიდან შეუდგება. ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებში დაეხმარება ბანკს რთული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გადალახვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.

მოქმედი პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა 2020 წლის 17 იანვარს აირჩიეს. ის მრავალი წლის განმავლობაში იაპონიის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

ADB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები