მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის რეგიონულ დირექტორად ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ევგენი ჟუკოვი დაინიშნა

60013f7092fe5
BM.GE
15.01.21 11:04
654
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ევგენი ჟუკოვი დაინიშნა.

ახალი გენერალური დირექტორი ADB-ის ოპერაციებს რეგიონის 10 ქვეყანაში უხელმძღვანელებს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ბანკის ინფორმაციით, მათი მთლიანი საინვესტიციო პორტფელი ამ რეგიონში $24 მილიარდი დოლარია. 

”ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ეკონომიკის უპრეცედენტო ცვლილებები მოხდა. იმის მიუხედავად, რომ რეგიონს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, დღეს ჩვენი უახლოესი ყურადღება კვლავ COVID-19– ის ნეგატიური შედეგების შემცირებაზე არის კონცენტრირებული.

ADB გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონების მთავრობებსა და განვითარების პარტნიორებთან ეკონომიკის აღდგენის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, განახლებადი ენერგიის განვითარების და კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკების შესაქმნელად,"- განაცხადა ევგენი ჟუკოვმა. 

ADB-ის თანახმად, ჟუკოვს მათთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის წარსულში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები