მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

64b7ec12cd9c4
BM.GE
19.07.23 18:12
451
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, ლესლი ბირმან ლამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი შეეხო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს.

"აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები.

მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, რასაც ლესლი ბირმან ლამმა მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრის მხარებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები