მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

63cf9116d28b2
BM.GE
24.01.23 12:22
394
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანს შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკი, სოციალური და გარემოს დაცვითი პოლიტიკის განახლების მიზნით, სწავლობს პროექტების გახორციელებაში მსოფლიოს 10 ქვეყნის პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს გაუზიარა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისას დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გაკეთებული ის საინტერესო მიგნებები, რომელიც შეიძლება აზიის განვითარების ბანკმა გამოიყენოს სოციალური და გარემოს დაცვითი პოლიტიკის განახლების პროცესში. ამასთან, გამოცდილების ანალიზმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პროექტის და უფრო მაღალი ტემპით განხორციელების საშუალება მისცეს პროექტების მონაწილეებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მიმართულების (საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების) პროექტების განვითარების პროგრესიც.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ბრიუს დანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები