მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-მ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგნოზი 5.8%-მდე გაზარდა

ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.8%-მდე (5.5%-დან) გაიზარდა.

ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზრდა განპირობებულია საჯარო ინვესტიციებისა და გადარიცხვების ზრდითა და ძლიერი შიდა მოთხოვნით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი წელს 0.2%-ით გაიზარდა და 4.5%-ს შეადგენს, რაც ინდონეზიის, მალაიზიის, სინგაპურისა და ვიეტნამის მესამე კვარტალის ძლიერ მაჩვენებლებს ასახავს. წყნარი ოკეანის რეგიონის პროგნოზები უცვლელი რჩება მიმდინარე და მომდევნო წლისთვის — შესაბამისად 4.1% და 3.4%.

ADB-მ მიმდინარე და მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის, რაც განპირობებულია მოსალოდნელზე ძლიერი ექსპორტითა და შემცირებული სავაჭრო გაურკვევლობით, აშშ-სთან რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების დასრულების შედეგად.

რეგიონულ პროგნოზს რისკის ქვეშ აყენებს სავაჭრო დაძაბულობის განახლება და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა, ასევე გეოპოლიტიკური ზეწოლები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უძრავი ქონების ბაზრის მოსალოდნელზე მეტად გაუარესება.

ჩინეთის ზრდის პროგნოზი წელს 4.8%-მდე გაიზარდა (4.7%-დან), ექსპორტის მდგრადობისა და ფისკალური სტიმულის გახანგრძლივების შედეგად. 2026 წლის პროგნოზი უცვლელი რჩება — 4.3%. ინდოეთის 2025 წლის ზრდის პროგნოზი 0.7%-ით გაიზარდა და 7.2%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია მესამე კვარტალში ძლიერი ზრდითა და საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც მოხმარებას უწყობდა ხელს. 2026 წლის პროგნოზი უცვლელად 6.5% რჩება.

მედეგმა ექსპორტმა, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისა და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტებისა, ინფლაციის შემცირებამ და სტაბილურმა ფინანსურმა პირობებმა რეგიონის ზრდის პერსპექტივა გააძლიერა. ინდოეთში მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის ფონზე, რეგიონის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 5.1%-ით გაიზრდება, სექტემბრის 4.8%-იან პროგნოზთან შედარებით, ნათქვამია აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის დეკემბრის პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები