მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

639c17d314e30
მარიამ ვარადაშვილი
16.12.22 11:06
753
აზიის განვითარების ბანკმა [ADB] კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 3.9%-დან 4.8%-მდე გაიზარდა, თუმცა 2023 წლითვის უცვლელად 4.2%-ზე დატოვა.

ბანკის განცხადებით, რეგიონისთვის განახლებული პროგნოზი ცალკეული ქვეყნების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რაც თავის მხრივ, უკრაინის ომით ეფექტით არის გამოწვეული. ამის მაგალითად ADB-ს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ზრდა მოჰყავს. 9 თვეში სომხეთის ეკონომიკა 12.6%-ით, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 10.2%-ით გაიზარდა. 

"ისევე როგორც სომხეთში, საქართველოშიც ზრდა დაასტიმულირა ძლიერმა სამომხმარებლო დანახარჯებმა, რაც ძირითადად რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლას უკავშირდებოდა",-წერს ADB. 

ADB-ის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკა წელს 4.2%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს - 4.6%-ით. მაშინ როცა სექტემბერის შეფასებით, 2022 წელს აზიის განვითარების ბანკი ეკონომიკის ზრდას 4.3%-ით, ხოლო 2023 წელს - 4.9%-ით ვარაუდობდა.

ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით, რუსეთის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებები უკრაინაში და ჩინეთში პერიოდულად გამოცხადებული კარანტინები აფერხებს განვითარებადი აზიის აღდგენას კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ. უძრავი ქონების ბაზრის სირთულეებთან ერთად, „ნულოვანი კოვიდის“ მიდგომით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ შეამცირა ჩინეთის ზრდის პროგნოზი.

“აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი განაგრძობენ გაჯანსაღებას, მაგრამ გლობალური პირობების გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რეგიონის ინერცია იკლებს. მთავრობებმა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა გადალახონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული გაჭიანურებული გამოწვევები, აღმოფხვრან სურსათსა და ენერგიაზე მომატებული ფასების შედეგები—განსაკუთრებით ღარიბ და დაუცველ მოსახლეობაში—და უზრუნველყონ ეკონომიკის მდგრადი, ინკლუზიური აღდგენა,”-განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

ბანკმა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 4.5%-დან 4.4%-მდე შეამცირა. თუმცა 4%-დან 4.2%-მდე გაზარდა ვარაუდი მომავალი წლისათვის, ენერგეტიკით და სურსათით გამოწვეული ინფლაციური რისკების გაჭიანურების გამო.

ADB-ის პროგნოზით წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3% იქნება, ადრე ნავარაუდებ 3.3%-თან შედარებით. მომავალი წლის პროგნოზი 4.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა ეკონომიკური ზრდის შემცირების გამო მსოფლიოს მასშტაბით. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებული ვარაუდები შენარჩუნდა ინდოეთისათვის 7%-ზე მიმდინარე ფისკალური წლისთვის და 7.2%-ზე მომდევნო ფისკალური წლისთვის.

პროგნოზების შემცირების მიუხედავად, ADB აცხადებს, რომ განვითარებადი აზიის რეგიონი მაინც უკეთეს მდგომარეობაში იქნება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, როგორც ზრდის, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით.

სექტემბერში ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.ბანკმა გაზრდილი მაჩვენებელი ექსპორტის და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვების ზრდას დაუკავშირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები