მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა" - კალაძე სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევაზე

კახა კალაძე

"ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა, რომ კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა", - ამის შესახებ კახა კალაძემ, სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას მერიამ შესთავაზა, ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა, აღნიშნული კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

„რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.

თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

დაღუპულთა და დაშვებულთა ზუსტი რქოდენობა ამ დრომდე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები