9 თვეში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 25.9%-ით გაიზარდა და 2.166 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2.981 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.0%-ით მეტია.
აღსანიშნია, რომ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (453.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (388.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (220.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან.
რაც შეეხება საქონელს, რომელიც საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე გაიტანა, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 571.7 მლნ დოლარით, კლება - 3.2%;
2. ფეროშენადნობები - 316.5 მლნ დოლარით, ზრდა - 76%;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 165.7 მლნ დოლარით, ზრდა - 16.1%;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 104.1 მლნ დოლარი, ზრდა - 28.1%;
5. თხილი და სხვა კაკალი - 68.4 ათასი დოლარი, ზრდა - 39.8%;
6. სპირტიანი სასმელები - 66.6 მლნ დოლარი, ზრდა - 18.2%;
7. აზოტოვანი სასუქები - 65.5 მლნ დოლარი, ზრდა - 16.3%;
8. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 48.5 მლნ დოლარი, ზრდა - 69.9%;
9. ოქრო - 47.6 მლნ დოლარი, კლება - 30.8%;
10. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 45.8 მლნ დოლარი, ზრდა - 87.9%;
დანარჩენი საქონლის ადგილობრივი ექსპორტი კი 50.4%-ით გაიზარდა და 665.7 მლნ დოლარი შეადგინა.




























