მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტი 9 თვეა მცირდება

საქართველო

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 9 თვეა კლებას აჩვენებს. 10 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ჯამური კლება კი, 23.3%-ია. სულ 10 თვეში ქვეყნიდან 2.37 მლრდ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 46.5%-ია.

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ყველაზე დიდი წილი რუსეთში იყიდება, რომელიც 19%-იანი წილით პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში 455 მლნ დოლარის საქართველოში წარმოებული პროდუქციაა გატანილი. მეორე ადგილზეა თურქეთი ($307,2 მლნ, ხოლო მესამეზე ჩინეთი ($239 მლნ).

საექსპორტო ქვეყნების ათეულში 7 ქვეყანაში კლებაა. მხოლოდ 3 ქვეყანაშია ზრდა ესენია რუსეთი, ესპანეთი და აზერბაიჯანი.

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 445.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს. სამეულში შედის ღვინო და ფეროშენადნობები.

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში

  1. სპილენძის მადნები - 445.8 მლნ დოლარი (-47%)
  2. ღვინო - 216.4 მლნ დოლარი (+8.1%)
  3. ფეროშენადნობები - 124.2 მლნ დოლარი (-67.5%)
  4. აზოტოვანი სასუქები - 136.5 მლნ დოლარი (-38.4%)
  5. მინერალური წყლები - 114.6 მლნ დოლარი (+25.8%)
  6. ელექტროენერგია - 103.2 მლნ დოლარი (+22.5%)
  7. წყლები შაქრის შემცველობით - 93.4 მლნ დოლარი (40.4%)
  8. სპირტიანი სასმელები - 82.5 მლნ დოლარი (+10.4%)
  9. ოქრო - 70.4 მლნ დოლარი (+1.8%)
  10. ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 66.2 მლნ დოლარი (+44.2%)

აღსანიშნავია, რომ ზრდას აჩვენებს ჯამური ექსპორტი (ადგილობრივ ექსპორტი + რეექსპორტი). 10 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 5.1 მლრდ დოლარის პროდუქციაა გატანილი, ზრდა 12.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები