მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 21%-ით შემცირდა - TOP-ქვეყნები

საქსტატი

იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 მილიარდ 326 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს, 45.7%-იანი წილი უკავია. ქვეყანამ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტით ამ პერიოდში 605 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 21%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში თითქმის ყველა მიმართულებით ადგილობრივი საქონლის რეალიზების მაჩვენებელი შემცირებულია. ექსპორტის ზრდა მხოლოდ აშშ-ში, უკრაინასა და შვეიცარიაში ფიქსირდება. ამასთან, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ადგილობრივი საქონლის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების top-10-ეული კი ასეთია:

  1. რუსეთი - $132 მილიონი, კლება -6.6%;
  2. თურქეთი - $82.3 მლნ, კლება - 11.9%;
  3. ჩინეთი - $56.4 მლნ, კლება - 54.2%;
  4. სომხეთი - $32 მლნ, კლება - 21.7%;
  5. აშშ - $27.8 მლნ, ზრდა - 104.7%;
  6. აზერბაიჯანი - $24 მლნ, კლება - 10.8%;
  7. უკრაინა - $23.4 მლნ, ზრდა - 42.1%;
  8. შვეიცარია - $21.5 მლნ, ზრდა - 10.9%;
  9. პერუ - $20.9 მლნ, კლება - 47.2%;
  10. ბულგარეთი - $14.1 მლნ, 83.5%;

რაც შეეხება ადგილობრივი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალს, ამ შემთხვევაში კლება ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქების, დაუმუშავებელი ოქროს და თხილის ჯგუფში ფიქსირდება.

წლის I კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. ადგილობრივად წარმოებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული კი ასეთია:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $83.2 მლნ, ზრდა - 47.7%;
  2. ფეროშენადნობები - კლება - 11.4%;
  3. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $39.5 მლნ, ზრდა - 140.7%;
  4. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $36.6 მლნ, ზრდა - 40.7%;
  5. აზოტოვანი სასუქები - $33.3 მლნ, კლება - 39.7%;
  6. შაქრის დანამატებიანი წყლები, მინერალური და დაგაზიანებულის ჩათვლით - $23.5 მლნ, ზრდა - 24.1%;
  7. ტრიკოტაჟის მაისურები - $22.9 მლნ, ზრდა - 10.6%;
  8. სპირტიანი სასმელები - $22.4 მლნ, ზრდა - 3.9%;
  9. დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო - $21.5 მლნ, კლება - 10.8%;
  10. თხილი და სხვა კაკალი - $20.2 მლნ, კლება - 21%.