იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიარდ 079 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14.4%-ით აღემატება. ადგილობრივი ექსპორტი, რაც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე მოიცავს, მთლიანი ექსპორტის 47.3%-ს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით შემცირდა და 1 930.5 მლნ დოლარს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან. საქონლის რეალიზება კი შვიდ ტოპ-სავაჭრო ქვეყანაში შემცირდა. ადგილობრივ ექსპორტში TOP-10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- რუსეთი - 365.1 მლნ დოლარი, ზრდა - 7%;
- თურქეთი - 262.5 მლნ დოლარი, კლება - 12%;
- ჩინეთი - 223.9 მლნ დოლარი, კლება - 52.6%;
- ბულგარეთი - 185 მლნ დოლარი, კლება - 35%;
- სომხეთი - 105 მლნ დოლარი, კლება - 11%;
- აზერბაიჯანი - 103 მლნ დოლარი, ზრდა - 17%;
- ესპანეთი - 66 მლნ დოლარი, ზრდა - 146%;
- შვეიცარია - 58.3 მლნ დოლარი, კლება - 5.7%;
- პერუ - 49.8 მლნ დოლარი, კლება - 51.7%;
- ყაზახეთი - 46.9 მლნ დოლარი, კლება - 5.6%
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტის სტატისტიკას, რექლიზებული პროდუქტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი, მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებენ.
Top-10 უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 406.6 მლნ დოლარი, კლება - 40.5%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 168.8 მლნ დოლარი, ზრდა - 15.6%;
- ფეროშენადნობები - 114.9 მლნ დოლარი, კლება - 68.5%;
- აზოტოვანი სასუქები - 113.1 მლნ დოლარი, კლება - 41.3%;
- ელექტროენერგია - 94 მლნ დოლარი, ზრდა - 23%;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 88.9 მლნ დოლარი, ზრდა - 35.3%;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 75 მლნ დოლარი, ზრდა - 49%;
- სპირტიანი სასმელები - 60.8 მლნ დოლარი, ზრდა - 13.9%;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 57.7 მლნ დოლარი, ზრდა - 1.1%;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 50.4 მლნ დოლარი, კლება - 5.9%