მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტით ქვეყანამ $806 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - კლება 18.3%-ია

საქსტატი

საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა და 805.9 მლნ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკაშია აღნიშნული.

იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 მილიარდ 763 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 10.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3%-ით შემცირდა და 805.9 მლნ დოლარს გაუტოლდა.

იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5% შეადგინა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მას მოსდევენ თურქეთი და ჩინეთი.

ამავე პერიოდში ადგილობრივი საქონლის საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი 126.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7%-ს შეადგენს. ადგილობრივად წარმოებული ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები