მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში სავაჭრო ბრუნვა $4.7 მლრდ-მდე გაიზარდა - ექსპრესმონაცემები

6437aab376023
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.23 11:09
772
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 783 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემებით, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 მილიარდ 461 მილიონი დოლარი იყო. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი 24.7%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ით 3 მილიარდ 322 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები